ჩვენ შესახებ


PPP ცენტრი წარმოადგენს საინიციატივო ჯგუფს, რომლის მთავარი მისია საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მოდელის საქართველოში პოპულარიზაციაა. საინიციატივო ჯგუფი შექმნილია თემით დაინტერესებული ეკონომიკის და კომუნიკაციის კონსულტანტებისგან.

PPP ცენტრი მიმართულია კვლევით, საგანმანათლებლო და საგამომცემლო საქმიანობაზე, რომელიც ემსახურება საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთობების ხელშეწყობას და PPP პროექტების ინიცირებას ეკონომიკური პროცესების გაუმჯობესებისთვის. საინიციატივო ჯგუფი ორიენტირებულია, მოახდინოს მოდელის კომუნიკაცია ყველა დაინტერესებული მხარისათვის და ამავდროულად ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის განათლებას ამ მიმართულებით. თავის საქმიანობიდან გამომდინარე, PPP ცენტრი წარმოადგენს ერთგვარ საინფორმაციო პლატფორმას, რომელიც ამავდროულად ასრულებს მედიატორის როლს მთავრობასა და საჯარო სექტორს შორის.

PPP ცენტრის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ცენტრალური მონაცემთა ბაზის, იგივე PPP ბიბლიოთეკის შემუშავება, სადაც მომხმარებელს შეეძლება საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელზე მოიძიოს ინფორმაცია.

რა არის PPP


საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი - PPP, წარმოადგენს სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის ხელსაყრელ თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე.

საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელით, რაც გულისხმობს ბიზნესისა და სახელმწიფოს მიერ ერთობლივად შემუშავებულ პროექტებს, მრავალი მიმართულებაა განვითარებული მსოფლიო მასშტაბით განათლების, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის და სხვა მნიშვნელოვან სექტორებში. სახელმწიფოსათვის PPP პროექტები სასარგებლო და შესაბამისად პრიორიტეტულია, რადგან საჯარო პროექტების განსახორცილებელად არასაკმარისი კაპიტალის შემთხვევაში ხარჯების უმეტეს ნაწილს კერძო სექტორი ფარავს (60/40%).

სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა ასევე განისაზღვრება, როგორც პრივატიზაციის პროგრამების სრულფასოვანი ჩანაცვლების სახე, რომელიც საშუალებას იძლევა, სახელმწიფოს შეუნარჩუნდეს საკონტროლო ფუნქციები ეკონომიკის სოციალურად მნიშვნელოვან სექტორებში და სტრატეგიულ დარგებში.


PPP სექტორები

 
 
1996

პირველი
PPP ბრიტანეტში

306

$ მლრ >
ინვესტიცია ინდოეთში

88

$ მლრ >
ინვესტიცია თურქეთში

402

$ მლრ >
ინვესტიცია ბრაზილიაში

სიახლეები


ნიუსლეთერი



page_1page_1
page_1Untitled-1