ჩვენ შესახებ


PPP ცენტრის საგანმანათლებლო პროექტი - PPP UNI გთავაზობთ მოკლე სასწავლო კურსს საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის შესწავლისთვის, რომელიც ემსახურება 2 მიზანს - PPP ცნობიერების ამაღლებას და PPP პოლიტიკის და პრაქტიკის შემუშავებას.

PPP UNI-ს მიზანია თანამედროვე მიდგომების დანერგვით საქართველოში ეკონომიკური განვითარების და საჯარო-კერძო სექტორს შორის პარტნიორობის სფეროში კვალიფიციური კადრების და ახალგაზრდა თაობისათვის ამ მიმართულებით განათლების მიღების ხელშეწყობა.

PPP უნივერსიტეტი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან და ადგილობრივ და საერთაშორისო სფეროში გამოცდილ ექსპერტებთან ერთად PPP პროექტების სწორად მომზადების და წარმატებით განხორციელებისათვის საჯარო მოხელეების, კერძო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული პირების სფეროში გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს.

სასწავლო კურსი გაყოფილია რამდენიმე მოდულად, რომელთაგან თითოეული ეფუძნება იმ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო პარტნიორობის მოდელის საფუძვლიანად შესწავლის და იმ უნარების ჩამოყალიბების და დახვეწისათვის, რომელიც აუცილებელია PPP პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის.

სასწავლო მოდულები მოიცავს ლექციებსა და სემინარებს.


სილაბუსი


„რა არის PPP“ - თეორიული საფუძვლები

PPP მოდელის მნიშვნელობა (როლი) ინფრასტრუქტურის განვითრებაში

სასწავლო კურსის პირველი მოდული მოიცავს რა სარგებელი შეიძლება მიიღოს მთავრობამ კერძო სექტორის რესურსების და გამოცდილების გამოყენებით ინფრასტრუქტურის სექტორის განვითარებაში. კურსი მოიცავს PPP მოდელის თეორიულ საფუძვლებს (ფორმები და მექანიზმები) და ინფრასტრუქტურის განვითარებაში PPP მოდელის როლის გააზრებას.

მოდული უზრუნველყოგს იმ უნარების ჩამოყალიბებას, რომელიც დაგეხმარებათ PPP პროექტების და სხვა ბიზნეს შეთანხმებების გამიჯნვაში, რადგან არ შეიძლება საჯარო და კერძო სექტორს შორის ყველა შეთანხმება აღქმული იყოს, როგორც PPP. ასევე პირველი მოდული უნზუნველყოფს მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო და წარუმატებელი PPP გამოცდილების განხილვას და შესწავლას.

  • PPP ფორმები და მექანიზმები
  • თეორიული საფუძვლები და როლი ინფრასტრუქტრურის განვითარებისათვის
  • მსოფლიო საუკეთესო და წარუმატებელი PPP გამოცდილების განხილვა და შესწავლა

სწავლების პროცესი არის ინტერაქტიული, რაც მოიცავს როგორც ლექციებს და სემინარებს, ისე ვიდეო გაკვეთილებს, საკითხავ მასალას, ქვიზებს და რაც მთავარია პროექტის შექმნას. სტანდარტული და მოდულებით განსაზღვრული ლექციების გარდა, PPP UNI სწავლების პროცესში ითვალისწინებს მოწვეული ექსპერტების/ლექტორების ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

პროექტების განხორციელებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა

სასწავლო კურსის მეორე კვირა ეთმობა იმ ძრითადი პრინციპების შესწავლას, რაც აუცილებელია PPP პროექტებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისთვის, რაც მოიცავს პოლიტიკურად სტაბილური გარემოს ჩამოყალიბას, საკანონმდებლო დონეზე PPP მოდელის გამყარებას და ინსტიტუციური პასუხისმგებლობების გადანაწილებას.

სწავლების ეს მოდული მოიცავს PPP პროექტის სტრუქტურირებას და განხილვას.

სასწალო კურსის ეს ეტაპი მნიშვნელოვანია, რადგან შეძენილი ცოდნით სასწავლო კურსის მესამე და მეოთხე კვირას შესაძლებელი იქნება დისკუსიების გამართვა, რომელიც გაღრმავდება PPP პროექტების შესყიდვების და შეთანხმების მართვის ეტაპების გავლისას.

  • PPP სამართლებრივი და პოლიტიკური გარემოს შექმნა
  • ხელშეკრულების შესაბამისად პროექტის განვითარების მონიტორინგი
  • დავის გადაწყვეტა

სწავლების პროცესი არის ინტერაქტიული, რაც მოიცავს როგორც ლექციებს და სემინარებს, ისე ვიდეო გაკვეთილებს, საკითხავ მასალას, ქვიზებს და რაც მთავარია პროექტის შექმნას. სტანდარტული და მოდულებით განსაზღვრული ლექციების გარდა, PPP UNI სწავლების პროცესში ითვალისწინებს მოწვეული ექსპერტების/ლექტორების ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

PPP პროექტის ინიცირება და საუკეთესო პარტნიორის მოზიდვა

სასწავლო კურსის მესამე კვირა იწყება დისკუსიების გამართვით, რაც დაგეხმარებათ განსაზღვროთ რა არის საჭრო, იმისათვის, რომ ბიზნეს შეთავაზება გარდაიქმნას PPP პროექტად; რა არის ის აუცილებელი პიროებები, რაც მნიშვნელოვანია PPP შეთანხმების სტრუქტურირებისათვის და პასუხისმგებლების მხარეებს შორის სწორად გადანაწილებითვის.

ეს მოდული მოიცავს პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზს, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას და სატენდერო წინადადების შეფასებას და მოლაპარაკებას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია სასურველი შედეგის მისაღწევად.

  • პროექტის ფინანსური მოდელირება
  • PPP პროექტების სიცოცხლისუნარიანობის და რისკების ანალიზი
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება
  • სატენდერო წინადადების შეფასება და მოლაპარაკება

სწავლების პროცესი არის ინტერაქტიული, რაც მოიცავს როგორც ლექციებს და სემინარებს, ისე ვიდეო გაკვეთილებს, საკითხავ მასალას, ქვიზებს და რაც მთავარია პროექტის შექმნას. სტანდარტული, და მოდულებით განსაზღვრული ლექციების გარდა, PPP UNI სწავლების პროცესში ითვალისწინებს მოწვეული ექსპერტების/ლექტორების ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

PPP პროექტის განხორციელება

სასწავლო კურსის მეოთხე კვირა მოიცავს  PPP პროექტის განხორციელების მთელ ეტაპს: შეთანხმებაზე ხელმოწერიდან პროექტის დასრულების ჩათვლით.

განვიხილავთ მნიშვნელოვან და ფუნდამეტურ პირობებს, რაც აუცილებელი პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის (შეთანხმების შექმნა, მართვა, შეთანხმებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობების მხარეების მიერ ჯეროვნად შესრულება, მოლაპარაკებების განახლება და დასრულება).

  • პროექტის ფინანსური დახურვა
  • PPP შეთანხმების გაფორმება
  • პროექტების მართვა
  • სატარიფო რეგულირება

სწავლების პროცესი არის ინტერაქტიული, რაც მოიცავს როგორც ლექციებს და სემინარებს, ისე ვიდეო გაკვეთილებს, საკითხავ მასალას, ქვიზებს და რაც მთავარია პროექტის შექმნას. სტანდარტული, და მოდულებით განსაზღვრული ლექციების გარდა, PPP UNI სწავლების პროცესში ითვალისწინებს მოწვეული ექსპერტების/ლექტორების ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

PPP ცენტრის ბიბლიოთეკა

ყველაფერი PPP-ს შესახებ