PPP მოდელი – ახალი გზა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის
ივლისი 7, 2016
საჯარო-კერძო პარტნიორობა საქართველოში
ივლისი 28, 2016

PPP ცენტრები

ქვეყნები რომლებიც   PPP მოდელს ანვითარებენ ხშირად დამხმარე რესურსად PPP ცენტრებს იყენებენ. ესეთი ცენტრები ეხმარება მხარეებს რომლებსაც საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის მიხედვით პროექტების განხორციელება სურთ. PPP ცენტრები ფუნქციონირებს ხორვატიაში, ყაზახეთსა და სხვა მრავალ ქვეყანაში.

ინდონეზიაში 2011 წელს სახელმწიფო PPP პროგრამა დაიწყო რამაც პროექტების რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა. პროექტებთან დაკავშირებული პროცესების გასაადვილებლად 2013 წელს ფილიპინების სახელმწიფო ეკონომიკის განვითარების სააგენტომ PPP ცენტრი (Republic Of The Philippines Public-Private Centre) ჩამოაყალიბა.

ცენტრს ევალება PPP პროექტებისა და ხემშეკრულებებეის ხელეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი და ასრულებს სამეთვალყურეო სააგენტოს ფუნქციას პროექტების იმპლემენტაციაში, პროგრამირებაში, მონიტორნიგსა და შეფასებაში. PPP ცენტრი ფილიპინებში ასევე არის  კონტრაქტების საინფორმაციო ბაზა და აწარმოებს ყოველწლიურ ანგარიშს ქყვეყანაში მიმდინარე PPP პროექტების შესახებ. დაარსებიდან ცენტრმა წარმატებით ასრულებს საჯარო და კერძო სექტორს შორის მედიატორის როლს და მისმა არსებობამ უცხოური და ადგილობრივი ინვესტორების გააქტიურებაც გამოიწვია.

ამჯერად ცენტრი 43 ინფრასტრუქტურის პროექტზე მუშაობს. აქედან ყველაზე ძვირადღირებული მანილას 8.7 მილიარდი დოლარის ღირებულების საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტია.