PPP დეპარტამენტების შექმნა PPP პროექტების წარმატებით განხორციელების საუკეთესო გზაა
საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის (PPP) მოდელი სტრუქტურულად თანამშრომლობის საკმაოდ რთული ფორმატია. PPP პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელია სახელმწიფომ სწორად განსაზღვროს თუ რომელ სექტორში, რომელი PPP მექანიზმის და მოდელის გამოყენებით უნდა განახორციელოს პროექტები. ამის განსაზღვრას კი სახელმწიფო ვერ შეძლებს აღნიშნული მოდელის სიღრმისეული ცოდნის და იმ უნარ – ჩვევების გამომუშავების გარეშე, რომელიც აუცლიებელია პროექტების თანმიმდევრულად განხორციელებისათვის. ესენია: ქვეყანაში PPP პროექტების მხარდაჭერის გაძლიერება, პროექტების კონცეფციის შემუშავება და პრაქტიკული განხორციელება.
აღნიშნული უნარ – ჩვევების შემუშავებისათვის აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო გამოცდილებით, რომელიც გვიჩვენებს, რომ PPP პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის საუკეთესო გზას სახელმწიფო სტრუქტურებში PPP დეპარტამენტების დაარსება წარმოადგენს.
დეპარტამენტები უნდა შეიქმნას სამინისტროებში, რომლებიც მართავენ სექტორებს, სადაც PPP პროექტები ყველაზე ხშირად ხორციელდება.
ასეთი ერთეულების შექმნა სახელმწიფოს მხრიდან PPP პროექტებზე კონცენტრაციის მოხდენას შეუწყობს ხელს.
საინტერესოა, რომ დიდი ბრიტანეთში ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებში სპეციალური PPP დეპარტამენტებია შექმნილი.
2000 წელს, გაერთიანებულ სამეფოში საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს მიზნების უზრუნველყოფისათვის დაარსდა PPP დეპარტამენტი. თანამშრომელთა რაოდენობა 50 მაღალკვალიფიციურ კადრს მოიცავს. ამ ერთეულის შექმნა ფინანსთა სამინისტროს საშუალებას აძლევს ფოკუსირება მოახდინოს PPP პოლიტიკის განვითარებაზე. დეპარტამენტი ფინანსთა სამინისტროს სახელით PPP პროექტების ხელშეწყობას და საკოსულტაციო მოსახურებას ახორცილებს. PPP დეპარტამენტების დაარსებამ ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და საჯარო და კერძო სექტორს შორის ეფექტური პარტნიორობის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
PPP დეპარტამენტების ძირითადი საქმიანობაა:
PPP ერთეულებმა აღნიშნული საქმიანობა ინვესტორებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან კერძო და საჯარო სექტორების გეგმების და გადაწყვეტილებების, PPP პროექტების განხორციელბისათვის პრიორიტეტული სექტორების შესახებ ინფორმაციის მუდმივი გაცვლით უნდა განახორციელოს.
ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია PPP დეპარტამენტები მოქმედებდნენ კერძო სექტორისგან დამოუკიდებელად, რაც იქნება გარანტი, რომ საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით განვითარდება და განხორციელდება.
დეპარტამენტები აუციელებლია დაკომპლექტდეს კადრებით, რომლებსაც აქვთ საკმარისი გამოცდილება და უნარი მართონ გრძელვადიანი პროექტები, და რომლებიც საჯარო სექტორს PPP პროექტებთან მიმართებაში საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებიან.
საქართველოში PPP ექსპერტების და სპეციალისტების დეფიციტი ნამდვილად თვალშისაცემია. შესაბამისად, აღნიშნული მოდელის შესწავლისათვის საუკეთესო გადაწყვეტილება PPP სასწავლო პროგრამების და კურსების დანერგვაა, რომელიც საჯარო მოხელეებს და დაინტერესებულ პირებს საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელის ფარგლებში პროექტების წარმატებით დაგეგმარების, მართვის და პროექტების შემდგომი მონიტორინგის მთავარი პრინციპების შესწავლაში დაეხმარება.
ელენე ნიჟარაძე
PPP კომუნიკაციის სპეციალისტი