PPP დეპარტამენტების საჭიროება
მარტი 31, 2016
გურამ მისაბიშვილი: PPP მოდელით მოგებული რჩება საზოგადოება
აპრილი 6, 2016

საჯარო-კერძო პარტნიორობა საქართველოს განათლების სფეროში

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კერძო სექტორის პროფესიულ განათლებაში ჩართვის მექანიზმებზე მომუშავე თემატურ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა თემატური სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ შემუშავებული ანგარიში და განისაზღვრა კერძო სექტორის პროფესიულ განათლებაში ჩართვის ძირითადი მექანიზმები. სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA) წარმომადგენლებმა მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიაში პროფესიული განვითარების სფეროში პარტნიორობის პროექტიც.

საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში საჯარო-კერძო პარტნიორობა, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური ფორმის დანერგვა და გერმანული მოდელის ამოქმედება სწორედ, დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას, შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების გამოკვეთასა და განხორციელებას გულისხმობს.