კონსორციუმში შედიან ისეთი გამოცდილი კომპანიები, როგორიცაა Keppie Architects-ი, The Health Partnership-ი, MFK-იდა FESP-ი.
სამი საავადმყოფოს მართვა მოხდება საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელით, მას შემდეგ, რაც საპარტნიორო ფონდსა და გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდება.
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრი თამარ ცინცაბაძე გამოეხმაურა ონკოლოგიური ცენტრის, რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს რეკონსტრუქციის საკითხს.
მისია ზრით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისის ხელმისაწვდომობას გაზრდის. ამასთანავე, შემცირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასული პაციენტების რიცხვიც:
„მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ჯანდაცვის სისტემაში ბევრი კარგი ნაბიჯი გადაიდგა და მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სფერო ხელმისაწვდომი გახდა, ამ თვალსაზრისით, მაინც ბევრი პრობლემა რჩება: სამედიცინო მომსახურების ხარისხი, თანამედროვე ტექნოლოგიების სიღარიბე. ამის გამო მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც ხელი მიუწვდება, ცდილობს, საზღვარგარეთ წავიდეს და იქ იმკურნალოს.
აცხადებენ, რომ ამ სამი საავადმყოფოს მოდერნიზაცია – გარდაქმნა, სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად უნდა მოხდეს. თუკი ეს განხორციელდება, ეს იქნება წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მთავარია, როგორ მოხდება პროექტით გათვალისწინებული ჩანაფიქრის რეალიზება. სახელმწიფოს როლი უნდა იყოს მკაფიოდ გამოკვეთილი. მან უნდა შეასრულოს დაკისრებული ფუნქცია, რომ მოსახლეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და არ დაზარალდეს ამ ნამდვილად კეთილი და იმედისმომცემი საქმით.
თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც იწერება, მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იქნება. მაგრამ საჭიროა კონტროლი და ზედამხვდელობა. მედპერსონალი უნდა იყოს ძალიან კარგად მომზადებული, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ყველა ის დეტალი, რასაც სასურველი შედეგის მოტანა შეუძლია. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რისთვისაც ეს ყველაფერი ხორციელდება“.