უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის სწორი მოდელით უნდა განხორციელდეს
ივლისი 29, 2016
საჯარო კერძო პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში – ირაკლი სულაბერიძე
სექტემბერი 21, 2016

PPP რისკები

PPP პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია მოხდეს პროექტის რისკების იდენტიფიკაცია, ანალიზი და მხარეებს შორის სწორად და ადეკვატურად  გადანაწილება. აღნიშნულის გაუთვალისწინებლობა ფინანსურად დააზარალებს საჯარო სექტორს და ხელს შეუშლის პროექტის მიზნების განხორციელებას. პროექტის შემოსავლები პირდაპირ დაკავშირებულია სერვისების ხელმისაწვდომობასთან, შესაბამისად მთავრობამ და სფეროს ექსპერტებმა შესაძლო რისკები პროექტის იდენტიფიკაციის ეტაპზე უნდა შეაფასონ.

რისკების მართვა მიმდინარე პროცესია, რომელიც გრძელდება პროექტის საბოლოო დასრულებამდე და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • რისკების იდენტიფიკაცია
  • იდენტიფიცერული რისკების შეფასება
  • რისკების მხარეებს შორის სწორი გადანაწილება
  • რისკების შემცირება
  • რისკების მონიტორინგი და განხილვა

PPP პროექტის რისკები იყოფა სამ კატეგორიად:

  • კომერციული
  • სამართლებრივი
  • პოლიტიკური

კომერციული რისკები თავისმხრივ იყოფა მიწოდების და მოთხოვნის რისკებად. მიწოდების რისკები მოიცავს კერძო სექტორის შესაძლებლობას, მოახდინოს იმ სერვისების მიწოდება, რაც მოთხოვნილია საჯარო სექტორის მიერ. მიწოდების რისკები ასევე იყოფა კონსტრუქციის და ოპერირების რისკებად (მშენებლობის და ოპერირების ფაზები პროექტის განხორციელების მთავარი ეტაპებია). კონსტრუქციის და ოპერირების რისკები მოიცავს საბაზრო და ფინანსურ რისკებს. მაგალითად: ცვლილებები ფასებთან და გაცვლითი კურსის ცვლილებები და ინფლაცია.

მოთხოვნის რისკები დაკავშირებულია მომხმარებლის არასაკმარის რაოდენობასთან პროექტის თავდაპირველ ვარაუდებთან შედარებით.

სამართლებრივი და პოლიტიკური რისკები ეხება არსებულ სამართლებრივ გარემოს, დავის გადაწყვეტის წესებს, მარეგულირებელ გარემოს, მთავრობის ზოგად პოლიტიკას საგადასახადო, ექსპროპრიაციის და ნაციონალიზაციასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ კერძო სექტორი უკეთესად ახდენს კომერციული რისკების შეთავსებას მაშინ, როდესაც საჯარო სექტორი  სამართლებრივ და პოლიტიკურ რისკებს ითავსებს.

რისკები

ელენე ნიჟარაძე

PPP ცენტრი