განვითარებულ ქვეყნებში აქცენტები რეგიონების PPP მოდელით განვითარებაზე კეთდება
საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ეფექტური საბაზრო ეკონომიკის განვითარების აუცილებელი პირობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ბიზნესს შორის აქტიური ურთიერთქმედებაა. ამ ურთიერთქმედებამ სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების პარტნიორობის ხასიათი შეიძინა და მიიღო საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის სახელწოდება (Public-Private-Partnership – PPP).
ეს არის თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას და სრულყოფას ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე. აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ რეგიონალურ დონეზე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე, რადგან შეუძლებელია ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს, თუ რეგიონებში ნაკლებად იქნება განვითარებული ინფრასტრუქტურა და მუნიციპალური მომსახურების ხარისხი.
განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში PPP მოდელის გამოყენებისას პროექტების განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება. მეტი აქცენტები კეთდება ქვეყნის ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში PPP მოდელით სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. ასეთი პროექტების წარმატებით განვითარებას და მონიტორინგს ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ადგილობრივი თვითმართველობები ახორციელებენ – ხდება კომპეტენციების, რისკების და პასუხისმგებლობების დეცენტრალიზაცია. ასეთი მართვის საბოლოო შედეგია რეგიონალური განვითარება, როგორც ინსფრასტრუქტურული, ისე განათლების და ჯანდაცვის კუთხით და რაც მთავარია მოსახლეობისათვის სოციალური ხასიათის თანამედროვე და მნიშვნელლოვანი მომსახურების მიწოდება, რაც PPP მოდელის მთავარი პრინციპია (People First).
რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის განვითარებისათვის PPP მოდელი საუკეთესო გზაა.
საინტერესო მაგალითია ინდოთის მთავრობა, რომელიც ინტენსიურად მუშაობს პირველადი ჯანდაცვის თანამედროვე, მოქნილი სისტემის განვითარებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის ბაზისურ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას. სწორედ ამისთვის, მთავრობამ განახორციელა რეგიონალური ჯანდაცვის მისია რომლის მთავარი მიზანია PPP მოდელის გამოყენებით ინდოეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესებული მოსახურების მიწოდება ხელმისაწვდომ ფასად.
რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის მომსახურების განვითარება მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ინდიკატორების გაუმჯობესების კუთხით (დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის ინდიკატორი (MMR; IMR); საერთო სიკვდილიანობის ინდიკატორი (CDR)) და ასევე გადამდები და არაგადამდები დაავადედებების და ეპიდემიების პრევენციისათვის.
საქართველოში საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორიბის მოდელით სამი საავადმყოფოს რეაბილიტაცია და რეგიონების მასშტაბით პოლიკლინიკების განვითარება იგეგმება, რაც მიზნად ისახავს სერვისის გაუმჯობესებას, სამედიცინო დაწესებულებების თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღჭურვას. პროექტში, საპარტნიორო ფონდი ალფამედიკის კონსორციუმთან და საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გაერთიანდა. ალფამედიკის კონსორციუმმა უნდა დააპროექტოს, ააშენოს, აღადგინოს და მოახდინოს სახელმწიფო სამედიცინო კლინიკების მაღალი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა, რათა ისინი მიუახლოვდნენ ევროპულ სტანდარტებს. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია საქართველოში ჯანდაცვის სექტორის განვითარებისათვის.
აუცილებელი საქართველომ ფოკუსირება PPP პროექტებზე მოახდინოს და რეგიონებში აქტიურად გამოიყენეოს, როგორც განვითარების ინსტრუმენტი რომელიმე კონკრეტულ სფეროში.
PPP მოდელი ეს არის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა, რაც გარანტიაა ქვეყანამ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში კერძო ინვესტიციების ზრდის სტიმულირება მოახდინოს.
ასეთი სახის პროექტების წარმატებით განხორციელებაში აუცილებელია აქტიურად ჩაერთოს მთავრობა, ადგილობრივი თვითმართველობები, კერძო კომპანიები, ზოგჯერ არასამთავრობო ორგანიზაციებიც იმისათვის, რომ მიაღწიონ საერთო მიზანს რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ელენე ნიჟარაძე
PPP კომუნიკაციის სპეციალისტი