ლეო მაკკენა: ჩვენ გვჯერა PPP მოდელის – საქართველში ჯანდაცვის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება
თებერვალი 9, 2016
სოსო ცისკარიშვილი: PPP მოდელი პროგრესულია
მარტი 7, 2016

PPP მოდელი – ყველაზე თანამედროვე მართვის სისტემა

ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის თბილისის სამი საავადმყოფოს (რესპუბლიკური, ონკოლოგიური, ბავშვთა ინფექციური) სრულ რეაბილიტაციაზე და პირველადი ჯანდაცვის ობიექტებს მშენებლობისთვის 0.5 მილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდებასაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ალფამედიკის მიერ წარმოდგენილი   სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის დეტალები  განიხილეს.

პროექტის პრეზენტაცია მათ ალფამედიკის სატენდერო განვითარების ხელმძღვანელმა ლეო მაკკენამ წარუდგინა. მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრები და განხილვები,  რომელშიც უშულოდ საავადმყოფოების ხელმძრვანელებიც მონაწილეობდნენ,  დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ალფამედიკი თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციაში ნახევარ მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს. კერძოდ, საუბარია თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრის) რეაბილიტაციაზე.  სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შეიტანა. თუმცა  სრულყოფილი და მიმზიდველი შემოთავაზება ალფამედიკის კონსორციუმმა (AlphaMedic Consortium) წარადგინა.

ჯანდაცვის სამინისტროში დადებითად აფასებენ ალფამედიკის მიერ წარმოდგენილ   სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტს და  აღნიშნავენ, რომ ასეთი ხარისხის კონსორციუმით საქართველო არ არის განებივრებული. ამასთან მიაჩნიათ, რომ ალფამედიკის კონსორციუმი და საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის (PPP) მოდელი – ეს არის ყველაზე თანამედროვე მართვის მოდელი და მსოფლიოს ჯანდაცვის საუკეთესო პრაქტიკების შერწყმა.

ინვესტორების ხარისხი საკმაოდ მაღალია, ალფამედიკის კონსორციუმს წარმოადგენენ მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული  კომპანიები მრავალი ათწლეულის უზარმაზარი გამოცდილებითა და ფინანსური მდგრადობით. ჩვენ მივიღებთ კლინიკების საუკეთესო გაერთიანებას, რომელიც   რეგიონში  ჯანდაცვის წამყვანი კომპლექსი იქნება”, – ითქვა კონფერენციაზე და აღინიშნა, რომ ეს იქნება 21-საუკუნის პროექტი-განსხვავებული ყველა აქამდე განხორციელებული პროექტისგან.

ალფამედიკის სატენდერო განვითარების ხელმძღვანელის ლეო მაკკენას განმარტებით, კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფორმატის (PPP) ფარგლებში სამი კლინიკის თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ონკოლოგიური ცენტრის სრული რეაბილიტაცის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ღირებულება ნახევარ მილიარდი დოლარი იქნება:

“ეს გახლავთ გაუმჯობესებული ჯანდაცვა პაციენტებისათვის თბილისში და თბილისის ტერიტორიაზე, ასევეთანამედროვე ჯანდაცვის სხვადასხვა დაწესებულების განვითარება, ასევე ადგილობრივი კონპანიებისთვისკომერციული შესაძლებლობების გაზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ესინვესტიცია იქნება როგორც კატალიზატორი ამ რეგენერაციისათვის, რომელიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში.

ასევე ბევრი სარგებელია თუნდაც არა ჯანდაცვის სფეროდან გამომდინარე. PPP არის ურთიერთობა და თანამშრომლობა  კერძო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის იმ მიმართულებით, რომ შეიქმნას და განვითარდეს ინფრასტრუქტურა ჰოსპიტალებისა და საავადმყოფოების სფეროში. ინვესტიცია იქნება დაახლოებით ნახევარ მილიარდამდე.   პირველი ფაზა იქნება დაახლოებით 18 თვის შემდეგ მოწოდებული. პროექტი კონრაქტისგაცემიდან სამი წლის თავზე უნდა დასრულდეს. პროექტის ფინანსური დახურვა უნდა მოხდეს ამ წლის ივნისში.პროექტი 36 თვის განმავლობაში განხორციელდება და პროექტის პირველი ფაზა ონკოლოგიური კლინიკისრეაბილიტაციას მოიცავს.

მინდა გითხრათ, რომ მოხარული ვარ, რომ ჩვენ შეგვარჩიეს სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდისათვის.ალფამედიკი მოხარულია, რომ მიეცა საშუალება თავისი ინვესტიციების საშუალებით შემოვიდეს საქართველოში დაგანავითაროს ეს სექტორი. ჩენ ვიმედოვნებთ, რომ პარტნიორებთან შემდგომშიც ვითანამსრომლებთ, რათა ეს პროექტიგახდეს თბილისის მოსახლეობისა და პაციენტებისათვის მიმზიდველი და წარმატებული. გვჯერა, რომ ჩენსკონსორციუმს გააჩნია ის საშუალებები და სიმძლავრე, რაც ამ პროექტის წარმატებას განაპირობებს”, – განაცხადალეო მაკკენიმ.

ალფამედიკის ჯანდაცვის დაგეგმვის  სპეციალისტი კოლინ ქერი შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და პროექტის მნშვნელობაზე მიანიშნებს:

“თბილისი შესანიშნავი ქალაქია. შესანიშნავი ადგილიშერჩეული ახალი ჰოსპიტალისთვის. რესპუბლიკურისაავადმყოფო არის მთავარი ჰოსპიტალი გადაუდებელი დახმარების განყოფილებითა და  ლაბორატორიებით. გეგმეში გვაქვს, მოვშალოთ   მეორე და მესამე სართულები, გარდა კოლონებისა და სვეტებისა. ხელს არ ვახლებთ მათ.თუმცა, საბოლოოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველაფერი შეიცვლება. პირველ ფაზაში განვახორციელებთ ნგრევითსამუშაოებს. ამ ჰოსპიტალის უკან იქნება ახალი ონკოლოგიური ცენტრი ირგვლივ ხეებით, რათა პაციენტმა უკეთიგრძნოს თავი.

ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის კუთხით ის, რომ ჰოსპიტალს ჰქონდეს სასიამოვნო ხედი და შემოდიოდეს დღისსინათლე. ამას ჩვენ გავაკეთებთ. პირველ რიგში ჩავაბარებთ ონკოლოგიურ ცენტრს. შემდეგ დიაგნოსტიკურ განყოფილებებს. მეორე ფაზა მოიცავს  ახალი და უფრო დიდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას. ამტეროტორიაზე იქნება ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოც. თუმცა ეს იქნება მხოლოდ ინფექციური ნაწილი, და არამთელი პედიატრიული განყოფილება. ახალი საავადმყოფო დაპროექტებული იქნება გაერთიანებული სამეფოსსტანდარტების მიხედვით. ჩვენ, როგორც არქიტექტორებს, ურთიერთობა გვაქვს ამერიკელ, შვედ, გერმანელარქიტექტორებთან.

არსებობს ამ ქვეყნებში მსგავსი საერთო სტანდარტები, რაც დაკმაყოფილებული უნდა იქნას. თანამედროვეჰოსპიტალები ყველგან მსოფლიოში დაახლოებით ერთნაირია. ჩვენ ვცდილობთ, რომ თბილისის შემთხვევაშისაავადმყოფოს ჰქონდეს მწვანე ხედი, ფანჯრებში შემოდიოდეს მზის სინათლე, რაც მათ განკურნებასა და გამოჯანმრთელებაში  დაეხმარებათ. მზის სინათლე არამარტო პაციენტებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედჰოსპიტალში მომუშავე  პერსონალისთვის. ბრიტანეთში, გერმანიაში, სკანდინავიის ქვეყნებში ეს კანონმდებლობითაცმოითხოვება. ცხადია, ინფექციების კონტროლის ქვეშ მოქცევა საავადმყოფოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არარის სასტუმრო, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი ადგილი, სადაც პაციენთი თავ,ს რაც შეიძლება კარგად, მშვიდად და დაცულად იგრძნობს”.

კოლინ ქერმა კომპანიისა და საკუთარ  გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა:

“კომპანიამ “კეპი დიზაინ არქიტექტორები” მუშაობა დაიწყო 1854 წელს, რომელიც  100 წელზე მეტია  ქმნისჯანდაცვის პროექტებს. თავად  მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება მაქვს . ამ დროის განმავლობაში PPP პროექტებზე20 წელია ვმუშაობ. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ არქიტექტორებმა არამარტო უნდა დააპროექტონ შენობები დაგადასცენ მფლობელებს, არამედ მათი მიზანია შენობების დაპროექტება და მორგება კლიენტზე, მასთან შეთანხმებით.ამ მიმართლბით ვაძლევ რეკომენდაციებს, თუ რა სჭირდებათ არქიტექტურული თვალსაზრისით. ცხადია, ეს მოითხოვსცოდნას იმისა, რომ უკეთ გვესმოდეს და ვიცოდეს  ექიმების საჭიროებებიც”.

ქერმა PPP ტიპის პროექტის მნიშვნელოვანელობასაც გაუსვა ხაზი:

“საბოლოოდ ჰოსპიტალი ხომ პაციენტებისა და ექიმების სამსახურში რჩება. დაახლოებით 15 წლის წინ დავაპროექტეთედინბურგსა და შოტლანდიაში ანალოგიური ჰოსპიტალი, როგორსაც ახლა თბილისში ვიწყებთ. “კეპიდიზაინიც” შოტლანდიაშია დაფუძნებული. ჩვენი ძირითადი პროფესიული მიზანია, რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენიკლიენტების ფართო სპექტრი, რასაც წარმტებით ვართმევთ თავს”.