სოსო ცისკარიშვილი: PPP მოდელი პროგრესულია
მარტი 7, 2016
PPP უნივერსტეტების განვითარებისთვის
მარტი 21, 2016

ლიკა ჭუმბურიძე: PPP გაზრდის სერვისების ხელმისაწვდომობას ჯანდაცვაში

ალფამედიკი კონსორციუმი“ თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციაში ნახევარ მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს. კერძოდ, საუბარია თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრის) რეაბილიტაციაზე. სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შეიტანა. თუმცა  სრულყოფილი და მიმზიდველი შემოთავაზება ალფამედიკის კონსორციუმმა (AlphaMedic Consortium) წარადგინა.

ალფამედიკის სატენდერო განვითარების  დირექტორის ლეო მაკკენას შეფასებით, სახელმწიფო და კერძო სექტორის  თანამშრომლობის ფორმატის (PPP) ფარგლებში სამი კლინიკის სრული რეაბილიტაცის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ეს იქნება 21-ე საუკუნის საუკეთესო გზა ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად.

ჯანდაცვის სამინისტროში დადებითად აფასებენ ალფამედიკის მეირ წარმოდგენილ სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტს და აღნიშნავენ, რომ ასეთი ხარისხის კონსორციუმით საქართველო არ არის განებივრებული. „ინვესტორების ხარისხი საკმაოდ მაღალია, კონსორციუმს წარმოადგენენ მსოფლიოში ცნობილი კომპანიები მრავალი ათწლეულის უზარმაზარი გამოცდილებითა და ფინანსური მდგრადობით, ისინი შეძლებენ დასავლეთის საუკეთესო პრაქტიკების შერწყმა-შეთვისებას აღნიშნულ პროექტში. ჩვენ მივიღებთ კლინიკების საუკეთესო გაერთიანებას, რომელიც რეგიონში ჯანდაცვის წამყვანი კომპლექსი იქნება“- აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინსიტროში.

სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ბიზნესის განვითარების დირექტორმა ლიკა ჭუმბურიძემ შეაფასა:

„საქართველოში PPP მოდელი წარმატებული იქნება, რადგან ამის პრეცედენტი სხვა დასავლურ ქვეყნებში არსებობს და ყველგან წარმატებულია. ნამდვილად მგონია, რომ ძალიან დადებითი ეფექტი ექნება ჩვენთანაც.“

ლიკა ჭუმბურიძემ ასევე ისაუბრა იმ შედეგებზე, რასაც აღნიშნული მოდელის დანერგვით საქართველოს მოსახლეობა მიიღებს:

„პირველ რიგში გაუმჯობესდება მკურნალობის ხარისხი და ქსელი მთლიანად ორიენტირებული იქნება ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისის მიწოდებაზე. მით უფრო, რომ ერთ ჭერქვეშ იქნება ყველა პროფილი თავმოყრილი. ძალიან კომფორტულია პაციენტისთვის, როცა ყველანაირ სამედიცინო მომსახურებას ერთ ადგილზე მიიღებს. რაც ჩვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იქნება ხარჯთეფექტურობა. შესაბამისად, ეს გაზრდის სერვისცენტრის ხელმისაწვდომობას. მაღალ დონეზე იქნება კლინიკა აღჭურვილი და დაპროექტებული, შესაბამისად, მაღალი კვალიფიკაციის ექიმებით დაკომპლექტდება, გადამზადდებიან ექიმები, რაც პაციენტს საშუალებას მისცემს, მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისი ხელმისაწვდომ ფასად მიიღოს“, – განაცხადა ლიკა ჭუმბურიძემ.