საჯარო-კერძო პარტნიორობა საქართველოში

13639552_1379916188691438_525996078_o

განვითარებული ქვეყნები ერთხმად თანხმდებიან, რომ ქვეყნების ეკონომიკური ზრდის, ინფრასტრუქტურის განვითარების, საზოგადოებისათვის გაუმჯობესებული სერვისების მიწოდების ერთ-ერთ ახალ გზას საჯარო-კერძო პარტნიორობის დანერგვა და განვითარება წარმოადგენს. მსოფლიო მასშტაბით წარმატებით განხორციელებული PPP პროექტების შედეგებმა განვითარებადი ქვეყნებიც PPP მოდელის დანერგვის აუცილებლობის წინაშე დააყენა. ამ ქვეყნებს შორის საქართველოცაა, თუმცა ქვეყანაში ასეთი პარტნიორობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური, პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს შექმნის გარეშე საკმაოდ რთული იქნება PPP პროექტების წარმატებით განხორციელება.

მსოფლიოში PPP მოდელის განვითარების პროცესში დაგროვილი პრაქტიკა, გვაჩვენებს, რომ პირველ რიგში აუცილებელია შეიქმნას ისეთი სამართლებრივი გარემო, სადაც გათვალისწინებული იქნება საჯარო-კერძო პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, პროცედურები და პირობები.

საინტერესო მაგალითია საფრანგეეთი, სადაც PPP პროექტების ეფექტურად განხორციელებისთვის 2008 წელს  სპეციალური კანონი PPP Law შეიქმნა, რომელიც მთლიანად მორგებულია საჯარო-კერძო პარტნიორობის პრინციპზე და მასში დეტალურად არის გაწერილი პროცესში მონაწილე მხარეების ვალდებულებები, პასუხისმგებლობა, რისკები, დეტალურად არის გაწერილი ტენდერის პროცედურები, პროექტის განხორციელების პროცესი.

ამ აუცილებლობიდან გამომდინარე, PPP ცენტრმა, რომლის მთავარი მისიაა საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მოდელის ხელშეწყობა საქართველოში, ამ კუთხით ქვეყანაში არსებული სიტუაცია შეისწავლა. PPP მოდელის განვითარებისთვის საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

ჯერ კიდევ 2013 წლის 7-8 დეკემბერს, ქობულეთში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ინიციატივით საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის განხილვისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაზე განიხილეს PPP ფორმები, მაგალითები, ფინანსური მექანიზმები, პარტნიორობის განვითარების იურიდიული და ინსტიტუციური ჩარჩო. დაიგეგმა სათანდო საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაც.

2015 წლიდან საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის დანერგვის და პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის ქართულ მხარეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ეხმარება. გამოყოფილია პარტნიორობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის განვითარებისათვის აუცილებელი ტექნიკური დახმარება. შემუშავდა PPP მოდელთან დაკავშირებული კანონმდებლობის და პრაქტიკის კვლევის დოკუმენტი.

ამ დოკუმენტებზე მუშაობის მიუხედავად, ქვეყანაში ჯერჯერობით არ არსებობს არც კანონმდებლობა, სადაც პირდაპირ იქნება გათვალისწინებული  საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელი და არც შესაბამისი ინსტიტუციური და სამართლებრივი გარემო.

ასევე არ არსებობს საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი PPP პროექტების ერთიანი საინფორმაციო ბაზა, სადაც შესაძლებელი იქნება პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება. PPP ცენტრმა ასევე შეისწავლა ინფორმაცია საქართველოში PPP პროექტების შესახებ და საკმაოდ საინტერესოა, რომ მიუხედავად PPP მოდელის განვითარების კუთხით ქვეყანაში არსებული მოუმზადებელი მდგომარეობისა, 2016 წლის მონაცემებით საქართველოში წარმატებით განხორციელებული 3 და დაგეგმილი 2 PPP პროექტი გვხვდება.

 

განხორციელებული PPP პროექტები:

1

დაგეგმილი PPP პროექტები:

2