გაეროს ევროპის ეკონომიკის კომისია – PPP მოდელის ეფექტური მართვა
აპრილი 27, 2016
პრემიერი გეგმავს სპეციალური ერთეულის, კომპანიის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი
ივნისი 13, 2016

PPP მოდელი ქვეყნის მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს

განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობის არცთუ ისე ახალ PPP (Public-Private Partnership) მოდელზე ახდენს ფოკუსირებას, რაც მსოფლიოს მასშტაბით წარმატებით განხორციელებეული PPP პროექტების შედეგებმა (გაუმჯობესებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა) გამოიწვია. სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე და სოციალურ მომსახურებაზე განსაკუთრებული აქცენტირებით PPP მოდელის მიზანია შეიქმნას და განვითარდეს პროექტები, რომლებიც  განავითარებენ საზოგადოების სოციალურ – ეკონომიკურ მდგომარეობას.

საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელისათვის მდგრადი ეკონომიკური შედეგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც კარგად ჩანს ამ მოდელის მრავალი განმარტებებით და აღწერილობებით, იმ ორგანიზაციების და ქვეყნების მიერ, რომლებსაც საკმაოდ დიდი პრაქტიკა აქვთ PPP პროექტების განხორციელებაში.

მსოფლიო ბანკის განმარტებით PPP მოდელი გრძელვადიანი თანამშრომლობაა (მაქსიმუმ 30 წელი) კერძო სექტორსა და მთავრობას შორის, რომლის მიზანია საზოგადოების გაუმჯობესებული სერვისებით უზრუნველყოფა. რისკების მნიშვნელოვანი ნაწილი საჯარო სექტორიდან კერძო სექტორში ინაცვლებს, რომელიც პროექტების მართვის პასუხისმგებლობასაც ითავსებს და ინვესტორის ანაზღაურება პირდაპირ დაკავშირებულია შესრულებულ სამუშაოებთან.

USAID-ის განმარტებით მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია კერძო სექტორის ჩართულობა პროექტების სტრუქტურირებაში, დაფინანსებასა და განხორციელებაში. PPP მოდელი მოიცავს, როგორც კერძო და საჯარო სექტორების, ისე საზოგადოების იდეების, ძალების, რესურსების მობილიზებას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის, ჯანდაცვის და განათლების სერვისების ხელმისაწვდომობის და განვითარებისთვის. ამ განმარტების მიხედვით PPP მოდელი სამოქალაქო საზოგადოებასთან თანმშრომლობას გულისხმობს და პარტნიორობის ფილანტროპულ ხასიათზე კეთდება აქცენტი, რაც  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების პროცესებში საზოგადოების ჩართვას გულისხმობს და პასუხისმგებლობები თანაბრად ნაწილდება მხარეებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ორგანიზაციის განმარტება მეტნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამ მოდელის მიზანი ორივე შემთხვევაში უცვლელია – საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარება და გაუმჯობესება.

განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები ინფრასტრუქტურის გაუჯობესებაში კერძო სექტორის ჩართულობის აუცილებელობაზე თანხმდებიან, ამიტომ მნიშვნელოვანია გავიაზროთ – შეგვიძლია თუ არა დავნერგოთ და განვავითაროთ PPP მოდელი და განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც  ჩართული მხარეებისათვის და საზოგადოებისათვი  ხელსაყრელი და მომგებიანი იქნება. ეს შესაძლებელია, თუ ქვეყანაში PPP პოლიტიკა  ეროვნულ დონეზე  შემუშავდება და სტრატეგია შედგენილი იქნება შემდეგი პირობებით და პრინციპებით:

სტრატეგია უნდა შედგებოდეს 5 ძირითადი სტადიისგან: პროექტის ინიცირება, დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, დასრულება.

არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ქვეყნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებისთვის  PPP მოდელი უნივერსალურია, თუმცა მხოლოდ ამ მოდელის დანერგვა არასაკმარისია: აუცილებელია პროექტების სწორად სტრუქტურირება და განხორციელება საქართველოში არსებული ფინანსური და ინფრასტრუქტურული დანაკლისების შესავსებად.

ელენე ნიჟარაძე

PPP ცენტრი