PPP მოდელი – ახალი გზა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის

Print

 

დღეს მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელი გამოიყენება, როგორც ახალი გზა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი პოპულარულია, მისი დანერგვა და განვითარება საკმაოდ რთულია.

ტრადიციული პრივატიზაციის მოდელის PPP მოდელით ჩანაცვლებისათვის, პირველ რიგში  ქვეყნის ინსტიტუციონალურ და ფისკალურ პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილებებია შესატანი.

საზღვარგარეთის გამოცდილება  გვაჩვენებს, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა უმჯობესია  გაითვალისწინონ პრაქტიკა, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის დანერგვისა და PPP პროექტების განხორციელების პროეცესში დაგროვდა. არსებული გამოცდილებიდან უკვე გამოიკვეთა ის მნიშვნელოვანი პირობები რომლებიც  გასათვალისწინებელია პროექტების წარმატებით განხორცილებისთვის.

ერთ-ერთი უმთავრესი პირობა სატენდერო პროცესების ნეიტრალურ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებაა. ინვესტორი აუცილებლად უნდა დარწმუნდეს, რომ შეუძლია ენდოს ქვეყანაში არსებულ სავაჭრო ბაზარს. სრულყოფილი და მაღალი დონის სატენდერო წინადადების მოსამზადებლად, ინვესტორს რეალური ვადა უნდა განესაზღვოს. სატენდერო კრიტერიუმები კი პირველ რიგში უნდა ითვალისწინებდეს PPP მოდელის მთავარ პრინციპს – ხარისხის ფასთან თანაფარდობას (VFM)  და არა მხოლოდ დაბალ ფასებს.

 

PPP პროექტში ჩართულმა მხარეებმა რისკების სწორი გადანაწილება უნდა უზრუნველყონ. საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელი ძირითადი რისკების კერძო სექტორში გადანაცვლებას გულისხმობს, თუმცა არ არის მიზანშეწონილი ყველა რისკის საჯარო სექტორიდან კერძოში გადამისამართება. ბრიტანეთის და ავსტრალიის PPP მოდელები გამოირჩევა პრინციპით – რისკი იტვირთოს და მართოს მხარემ, რომელსაც უკეთესად შეუძლია ეს.

 

საჯარო სექტორისათვის აღნიშნული პირობები ნამდვილად რთული შესასრულებელი იქნება, თუ მთავრობას არ გააჩნია  ის საჭირო და სპეციფიკური უნარები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელონი ასპექტია PPP მოდელის დანერგვისა და განვითარებისათვის. ასეთი უნარების შეძენის საუკეთესო გზა კერძო სექტორის მრავალფეროვანი და საუკეთესო გამცდილების გაზიარებაა. ამის საუკეთესო მაგალითია UK Cabinet Office  დაარსება, რომელიც მთავრობის პროფესიული უნარების  გაზრდის პროგრამას (PSG) ითვალისწინებს.