ინიციატივის მთავარი მიზანია, PPP მოდელის განვითარების დინამიკის შესწავლა ეკონომიკაში და განხორციელებული პროექტების ეფექტიანობის შეფასება.
PPP ცენტრი წარმოადგენს საინიციატივო ჯგუფს, რომლის მთავარი მისიაა საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მოდელის ხელშეწყობა საქართველოში. ცენტრი მიმართულია კვლევით, საგანმანათლებლო და საგამომცემლო საქმიანობაზე ეკონომიკური პროცესების გაუმჯობესებისთვის.
„PPP მოდელით განხორციელებული პროექტები ითვალისწინებს გრძელვადიან, დაახლოებით 25-30 წლიან სამოქმედო გეგმას, სადაც რესურსები გადანაწილებულია კერძო და საჯარო სექტორს შორის კონკრეტული პროექტის დიზაინის, მშენებლობის, დაფინანსების და მართვის განსახორციელებლად. PPP ცენტრი მონიტორინგს იწყებს მხოლოდ პროექტების ჩაშვებისშემდეგ და არ ერთვება წინასწარ მოლაპარაკებებში და არ იკვლევს ტენდერის პროცესებს. PPP ცენტრი, როგორც დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფი უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას, რაც რისკების მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია“ – აცხადებენ ცენტრში.