PPP INFO
- SPV (Special purpose vehicle ) - სპეციალური დანიშნულების მექანიზმი -ეს არის ახლადშექმნილი კონსორციუმი, რომელშიც ერთიანდება სხვდასხვა სექტორში მოღვაწე წამყვანი საერთაშორისო კომპანიები და ყალიბდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის (PPP) პროექტების შემუშავებისა და წარმატებით განხორციელებისათვის;
- თანამშრომლობის გრძელვადიანი ხასიათი;
- საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა;
- სამართლიანი და კონკურენტული პირობები - სახელმწიფო ვალდებულია კერძო კომპანიებისათვის შექმნას კონკურენტული და სამართლიანი სატენდერო პირობები;
- პოლიტიკური სტაბილურობა;
- ხელშეკრულების ცვლილება და გარემოსთან ადაპტირება - ხელშეკრულებაში უნდა არსებობდეს ჩანაწერი, რომელიც იქნება გარანტი, რომ ქვეყანაში ვითარების შეცვლის დროს შესაძლებელი იქნება ხელშეკრულებაში გარკვეული პირობების შეცვლა ორივე მხარის შეთანხმებით;
- კერძო სექტორისთვის ზარალის ანაზღაურება - ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხევაში, სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ხარჯების ანაზღაურება და კომპენსირება იმ მოგების, რომელიც მოსალოდნელი და გათვლილი იყო;
- ხარისხის კონტროლის მექანიზმების არსებობა - სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კერძო სექტორის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი
- People First - PPP მოდელის მთავარ პრინციპს საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება და მოსახლეობისათვის საჯარო სიკეთის შეუფერხებელი მიწოდება წარმოადგენს და არა რომელიმე კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინება. საზოგადეობამ უნდა მიიღოს უმაღალი ხარისხის მომსახურება ნაკლები დანახარჯებით;
- სახელმწიფოს საკუთრების უფლებამოსილების შენარჩუნება;
- პასუხისმგებლობის და ფუნქციების მხარეებს შორის გადანაწილება - სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების რესურსების, რისკების, პასუხისმგებლობის, გადაწყვეტილებათა მიღების რიგი ფუნქციების განაწილება;
- მხარეთა თანასწორობა;
- კონსესუსის კულტურის არსებობა - როდესაც სახელმწიფო და ბიზნესი არ ერევიან ავტონომიური კომპეტენციების სფეროებში, შეუძლიათ ნდობის საფუძველზე მიაღწიონ თანხმობას თავისი თანამშრომლობის საშუალებებისა და შედეგების თაობაზე;
- გამჭვირვალობა - საზოგადოებისათვის და მედიისთვის პროექტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომი და საჯარო უნდა იყოს კონსორციუმის წევრებზე, დაფინანსებაზე, ხარისხზე, სტანდარტებზე და სხვა;
- საზოგადოებისათვის მომსახურების მიწოდება ხელშეკრულებით განსზღვრულ ვადებში;
- მხარეების საერთო ინტერესები - სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის პარტნიორული თანამშრომლობისათვის საჭიროა ორივე მხარეს გააჩნდეს საერთო ინტერესები;
- მხარეების ნებაყოფლობითი მონაწილეობა.
- People First;
- ხარჯთეფექტურობა;
- ეკონომიკური ზრდა;
- ინვესტიციების მოზიდვა;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
- მომსახურების ხელმისაწვდომობა;
- ადამიანური რესურსების გაზრდა - ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კადრების გადამზადება;
- სასარგებლო ადამიანური რესურსის გამოყენება - PPP მოდელი უკვე არსებული და გამოცდილი კადრების გადამზადებასა და მუდმივი ტრეინინგებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს;
- ტექნოლოგიური რესურსების გაზრდა - ახალი ტექნოლოგიების ჩართვა ხელს უწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას;
- სახელმწიფოს მიერ საკუთრების უფლებისა და აქტივების მართვის შენარჩუნება;
- ხარისხის ფასთან თანაფარდობა (Value for Money) – კონკურენტული სატენდერო პროცესების მეშვეობით PPP მოდელის ხარჯთეფექტურობა პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზეა გათვალისწინებული;
- წინასწარი კაპიტალი - ბევრი კონცესიური მოდელი ითვალისწინებს ავანსური კაპიტალის არსებობას, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს სხვადასხვა საჭიროებებისთვის, რათა გაუთვალიწინებელი გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში არ მოხდეს პროექტის შეფერხება; ეკონომია ბუნებრივი ღირებული რესურსების ეფექტიანი მართვით;
- ფინანსური ზეგავლენების შემცირება - სახელმწიფოს აქვს ბევრი საპენსიო ვალდებულება და ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით გასაწევი ხარჯი, რისი ფინანსური უზრუნველყოფაც პრობლემას წარმოადგენს, რადგან იცვლება, როგორც მოსახლეობის რაოდენობა, ისე საგადასახადო ბაზა. PPP მოდელით ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნული ხარჯების დაფარვა კერძო სექტორის ვალდებულება შეიძლება გახდეს
იმის მიხედვით, თუ რა მოცულობით გადაეცემა საკუთრებაზე უფლებამოსილება კერძო სექტორს, როგორია მხარეთა საინვესტიციო ვალდებულებანი, პარტნიორებს შორის რისკების განაწილების პრინციპები, პასუხისმგებლობა სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულებაზე, მათ შორის მშენებლობაზე, ექსპლუატაციასა და მართვაზე, გამოიყოფა პარტნიორობის შემდეგი მექანიზმები:
- BOT (Build, Operate, Transfer - მშენებლობა, მართვა, გადაცემა) - ეს მექანიზმი ძირითადად კონცესიებში გამოიყენება. ობიექტი იქმნება კონცესიონერის ხარჯზე, რომელიც მშენებლობის დამთავრების შემდეგ იღებს აშენებული ობიექტის ექსპლუატაციის უფლებას იმ ვადით, რაც საკმარისია ჩადებული ინვესტიციის ამოსაღებად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ობიექტი სახელმწიფოს უბრუნდება. კონცესიონერი იღებს ობიექტის გამოყენების, მაგრამ არა ფლობის უფლებას, მფლობელად სახელმწიფო რჩება.
- BOOT (Build, Own, Operate, Transfer - მშენებლობა, ფლობა, მართვა, გადაცემა) - ამ შემთხვევაში კერძო პარტნიორი იღებს არა მარტო გამოყენების, არამედ ობიექტის ფლობის უფლებამოსილებასაც შეთანხმების ვადის განმავლობაში, რომლის გასვლის შემდეგაც ის გადაეცემა საჯარო ხელისუფლებას.
- "შებრუნებული" BOOT - ხელისუფლება აფინანსებს და აშენებს ობიექტს, შემდეგ კი სამართავად კერძო პარტნიორს მიანდობს, რომელიც სახელმწიფოსგან თანდათანობით გამოისყიდის აღნიშნულ ობიექტს და თავის საკუთრებად აქცევს.
- BTO (Build, Transfer, Operate - მშენებლობა, გადაცემა, მართვა) - გულისხმობს სახელმწიფოსათვის ობიექტის მშენებლობის დამთავრებისთანავე გადაცემას. სახელმწიფოსათვის გადაცემის შემდეგ ობიექტი გამოსაყენებლად კერძო პარტნიორს გადაეცემა, თუმცა ფლობის უფლების გადაცემის გარეშე.
- BOO (Build, Own, Operate - მშენებლობა, ფლობა, მართვა) - ობიექტი შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ არ გადაეცემა საჯარო ხელისუფლებას, არამედ რჩება ინვესტორის განკარგულებაში.
- BOMT (Build, Operate, Maintain, Transfer - მშენებლობა, მართვა, მომსახურება, გადაცემა) - სპეციალური აქცენტი კეთდება კერძო პარტნიორის პასუხისმგებლობაზე მის მიერ აგებული ობიექტების შენახვასა და მიმდინარე რემონტზე.
- DBOOT (Desing, Build, Own, Operate, Transfer - პროექტირება, მშენებლობა, ფლობა, მართვა, გადაცემა) - თავისებურება მდგომარეობს კერძო პარტნიორის პასუხისმგებლობაში არა მარტო ობიექტის მშენებლობაზე, არამედ პროექტირებაზეც.
- DBFO (Design, Build, Finance, Operate - პროექტირება, მშენებლობა, მართვა) - გარდა კერძო პარტნიორის პასუხისმგებლობისა პროექტირებაზე, სპეციალურად ხაზი ესმის მის პასუხისმგებლობას ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის დაფინანსებაზე.