ჩვენ შესახებ
რა არის PPP
საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი -PPP, წარმოადგენს სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის ხელსაყრელ თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე.
საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელით, რაც გულისხმობს ბიზნესისა და სახელმწიფოს მიერ ერთობლივად შემუშავებულ პროექტებს, მრავალი მიმართულებაა განვითარებული მსოფლიო მასშტაბით განათლების, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის და სხვა მნიშვნელოვან სექტორებში. სახელმწიფოსათვის PPP პროექტები სარგებლიანი და შესაბამისად პრიორიტეტულია, რადგან საჯარო პროექტების განსახორცილებელად არასაკმარისი კაპიტალის შემთხვევაში ხარჯების უმეტეს ნაწილს კერძო სექტორი ფარავს (60/40%).
სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა ასევე განისაზღვრება, როგორც პრივატიზაციის პროგრამების სრულფასოვანი ჩანაცვლების სახე, რომელიც საშუალებას იძლევა, სახელმწიფოს შეუნარჩუნდეს საკონტროლო ფუნქციები ეკონომიკის სოციალურად მნიშვნელოვან სექტორებში და სტრატეგიულ დარგებში.