ლიკა ჭუმბურიძე: PPP გაზრდის სერვისების ხელმისაწვდომობას ჯანდაცვაში
მარტი 7, 2016
PPP დეპარტამენტების საჭიროება
მარტი 31, 2016

PPP უნივერსტეტების განვითარებისთვის

ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების სისტემა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ერთერთი მთავარი წინაპირობაა. განათლების სექტორში გაუმჯობესებული სერვისების მოთხოვნა, რაც გულისხმობს უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის და საგანმანათლებლო ხარისხის განვითარებას, საგრძნობლად იზრდება მსოფლიოს მასშტაბით, რაც საკმაოდ რთული და ძვირადღირებული გამოწვევაა სახელმწიფოსათვის. PPP (საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობა) ამ შემთხვევაში მსოფლიოში აღიარებული მოდელია. აუცილებელია გავმიჯნოთ აღნინული მოდელი პრივატიზაციის ფორმისგან: PPP მოდელის შემთხვევაში საქმე ეხება სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის უფლებამოსილებათა გადანაწილებას იმ სტრატეგიულ დარგებში რომელთა განვითარების დაფინანსება სახელმწიფოს არ შეუძლია – ეს დარგი ასევე სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ უნივერსიტეტებსაც მოიცავს. PPP საგანამანათლებლო ობიექტების შესყიდვის ერთადერთი სწორი მიდგომაა, საბოლოო ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის სარგებელი, რომელიც PPP მოდელის განათლების სექტორში გამოყენებას მოყვება: უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის (საუნივერსიტეტო კომპლექსი, ლაბორატორიები, სკოლები, კამპუსები, საუნივერსიტეტო კლინიკები) და შიდა მენეჯმენტის განახლება და განვითარება; განათლების ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლი; საუნივერსიტეტო კვლევების დაფინანსება; პროგრამები, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებში ძვირია უფრო ხელმისმისაწვდომია PPP უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის; სტუდენტების დაფინანსების პროგრამების ზრდა (გრანტები გაცვლითი პროგრამები ა.შ); უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის ხელფასების ზრდა; გამოცდილი უცხოელი ლექტორების ჩამოყვანა.

მსოფლიოში უამრავი შემთხვა არსებობს, როდესაც სახელმწიფო ფინანსების დეფიციტის გამო, უნივერსიტეტის განვითარებას PPP მოდელის გამოყენებით – ანუ კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ახორცილებს.

კენიატას უნივერსიტეტი ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია: 2015 წლის მაისში კენიის ყველაზე დიდ სახელმწიფო უნივერსტეტს, სადაც 70 000-მდე სტუდენტი სწავლობს, საერთო საცხოვრებლების უკმარისობის გამო პრობლემები შეექმნა. ამიტომ უნივერსიტეტმა ამერიკული უძრავი ქონების კომპანია “ინტეგრასთან” საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთობის მოდელის ფარგლებში ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიამ პროექტი 11 მილიონი დოლარით დააფინანსა და უნივერსიტეტს 10 000 ადგილიანი საერთო საცხოვრებელი აუშენა. ეს პროექტი კენიის მთავრობის მიერ დაწყებული საჯარო და კერძო სექტორის ურთერთობების სერიის ერთ-ერთი ნაწილია. კენიის მთავრობა საჯარო და კერძო სექტორის ურთერთობების მოდელით განათლების სექტორში 25 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას გემავს.

2001 წელს ვაშინგტონის უნივერსტეტის მედიცინის სკოლამ PPP მოდელი ახალი საუნივერსტეტო კლინიკის და ლაბორატორიის ასაშენებლად გამოიყენა. უნივერსტეტმა კერძო კომპანია Vulcan.inc – თან ერთად 6 წლიანი სამშენებლო პროცესი დაიწყო და 115 მილიონიანი პროექტი დაასრულა.

PPP მოდელის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისათვის გამოყენება არა მარტო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებას და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, არამედ კერძო სექტორის მონაწილეობა უნივერსიტეტის მართვასა და განვითარებაში გამორიცხავს თუნდაც ისეთ არამდგრად სიტუაციას, როგორიც დღეს სახეზეა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუ უნივერსიტეტის მენეჯმენტი და მართვა მთლიანად კერძო სექტორის პრეროგატივა იქნება, ეს შეიძლება იყოს ისეთი სახის დესტაბილიზაციის გამორიცხვის გარანტი, რაც დღეს საქართველოს მთავარ სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება. რაც შეეხება გარანტიებს, რომ კერძო სექტორისათვის მთავარი პრინციპი სახელმწიფოს და საზოგადეობის ინტერესების გათვალისწინება იქნება, გარანტორი არის სახელმწიფო, რომელიც PPP ფორმატში ახორცილებს კერძო სექტორის საქმიანობის მონიტორინგს.

ელენე ნიჟარაძე

PPP კომუნიკაციის სპეციალისტი