აუცილებელი პირობები PPP მოდელის ეფექტიანობისთვის

5

საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის დანერგვის და განვითარების აუცილებლობის წინაშე მსოფლიოს ქვეყანების უმეტესი ნაწილი დადგა. საზოგადოებრივი სიკეთის გაზრდისათვის, სოციალური მდგომარეობის და სხვადასხვა სექტორში სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისათვის სახელმწიფომ პირველ რიგში რესურსების სწორად გადანაწილება უნდა მოახდინოს. PPP მოდელის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი რისკების და რესურსების პროექტის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს შორის გადანაწილებაა. კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით, მათი რესურსების და ძალების მობილიზებით,  მეტად მარტივია წარმატებული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.

წარმატებული PPP პროექტისთვის აუცილებელი პირობებია:

 სახელმწიფოს როლის განსაზღვრა – რაც ითვალისწინებს კერძო სექტორისთვის პოლიტიკური მხარდაჭერას და სამართლებრივი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს PPP მოდელის განვითარებას და ამასთან გამორიცხავს კერძო სექტორის კომპეტენციაში ჩარევას.

გამჭირვალობა და სამართლიანობა PPP პროექტის შესარჩევად სახელმწიფო ტენდერის არსებობა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა პროექტის განხორციელების ნებისმიერ საფეხურზე ხარისხის ფასთან თანაფარდობის მისაღებად (VFM).

უნარების განვითარება და სწორი ალოკაცია – PPP პროექტები კომპლექსური და განსხვავებული სახისაა. მსგავსი პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას სპეციფიკური უნარები და ცოდნა ჭირდება, ამიტომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ქვეყანაში ამ კუთხით საგანმანათლებლო პოლიტიკის გატარება და მხდარაჭერა.

მოქნილობა – კარგად სტრუქტურირებული პროექტები მოიცავს მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებას და შეთანხმებაში შესაძლო ცვლილებების შეტანას. ამ მიმართულების განვითარება აუცილებელია მიმდინარე პროექტების კონკრეტულ მომენტში არსებული სავაჭრო ბაზრის თუ პოლიტიკურ მდგომარეობასთან ადაპტაციის და მორგებისათვის.